მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ინდოეთში გამოვლინდა

კორონავირუსი ინდოეთში
1594314523
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ინდოეთში გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ინდოეთში კოვიდინფიცირების 21 597 შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, გამოვლენილია 790 649 კოვიდინფიცირების შემთხვევა, მათ შორის 21 586 გარდაიცვალა, 483 348 კი, გამოჯანმრთელდა. ინდოეთი მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს.

ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია აშშ-ში, რომელიც ისევ პირველ ადგილზეა. აშშ-ში კორონავირუსის 3 174 141 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 135 152 გარდაცვლილია, 1 მილიონზე მეტი კი, გამოჯანმრთელდა.

მეორე ადგილს იკავებს ბრაზილია, სადაც კორონავირუსის 1 719 660 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 68 089 გარდაცვლილია, 1 152 467 კი, გარდაცვლილი.