მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებული ინდოეთში გარდაიცვალა

კორონავირუსი ინდოეთში
1594663804
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ინდოეთში დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 540 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, ჯამში გარდაცვლილია 23 727 პაციენტი.

ინდოეთი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ის 27 151 შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში დადასტურებულია 906 617 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 571 578 კოვიდინფიცირებული.

კორონავირუის დადასტურებული დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს ისევ აშშ იკავებს, სადაც COVID-19-ის 3 441 503 დადასტურებული შემთხვევაა, ბოლო 24 საათში კი, 27 508 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილზეა ბრაზილია, 1 867 841 დადასტურებული შემთხვევით.