მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 237 ადამიანი აიცრა

აცრა
1618673327
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 237-მა ადამიანმა გაიკეთა.

17 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 27 654 ადამიანია აცრილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1219 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 301 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 294540-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 280132 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 აპრილის მდგომარეობით, დღიური - 3,58%, ბოლო 14 დღის - 2,91%, ბოლო 7 დღის - 3,26%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✔️27 აპრილიდან საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყება

✔️30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით სააღდგომო არდადეგების გამო, ვაქცინაცია დროებით შეჩერდება

✔️676 თბილისი, 126 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში