მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 403 ადამიანი აიცრა

აცრა
1618385849
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 403-მა ადამიანმა გაიკეთა.

14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 23 493 ადამიანია აცრილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1085 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 432 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 291214-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 278683 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.56%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.67 %.

იხილეთ აგრეთვე:

✅1085 ინფიცირება, 432 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

✅საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა

✅664 თბილისი, 120 სამეგრელო-ზემო სვანეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში