მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 486 ადამიანი აიცრა

აცრა
1617868429
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 486 ადამიანმა გაიკეთა.

8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 15 693 ადამიანია აცრილი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 537 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 286 406-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 276 084 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური მაჩვენებელი 2,23%-ია, ბოლო 14 დღის - 2,03%, ხოლო ბოლო 7 დღის - 2,5%

იხილეთ აგრეთვე:

✅„ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის, მაგრამ ის გვიგზავნის სიგნალებს ევროპის ქვეყნებიდან“- თენგიზ ცერცვაძე

✅„2-3 კილომეტრი ფეხით რომ გაიაროთ, ცუდია?“ - ამირან გამყრელიძე

✅„პირველი ჩვენი მტერი არის სუფრები“- პაატა იმნაძე