მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 560 ადამიანი აიცრა

აცრა
1619163628
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 560-მა ადამიანმა გაიკეთა.

23 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 34 897 ადამიანია აცრილი.

ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე უკვე 53,456 -ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა, მათმა უმეტესობამ უპირატესობა „ფაიზერის“ ვაქცინას მიანიჭა.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია COVID 19-ზე ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის განსაზღვრა. 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაც აქვთ. მათ 3 ვაქცინის დაფიქსირება შეუძლიათ.

პორტალზე დარეგისტრირებული 53,456 ადამიანიდან 51 195-მა ხმა „ფაიზერის“ ვაქცინას მისცა, მეორე ადგილზეა „მოდერნა“ (24 612), შემდეგ მოდის „ასტრაზენეკა“ (10 169), „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ (7 057), „ნოვავაქსი“ (4 868), ბოლო ადგილს კი ჩინური ვაქცინები, „სინოფარმი“ (2 806) „სინოვაკი“ (640) იკავებს.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1271 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 729 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 301535-ს შეადგენს, ხოლო საერთო ჯამში ვირუსის დამარცხება 284286-მა პაციენტმა შეძლო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.55%.

იხილეთ აგრეთვე:

✅პაატა იმნაძე: ას ინფიცირებულზე მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპება

✅„უკვე საგანგაშო ნიშნულია“ - ზაზა წერეთელი ეპიდვითარებაზე

✅ეკატერინე ტიკარაძე: ოჯახის ექიმის კომპეტენციაა, თუ რა კვლევები შეიძლება ჩაუტარონ პაციენტებს ვაქცინაციის წინ