მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 3847 ადამიანი აიცრა

აცრა
1624350067
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3847-მა ადამიანმა გაიკეთა.

22 ივნისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 238 220 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 84 756 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 914 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი, ხოლო 635 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 360055 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5199 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 346217 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,27%, ბოლო 14 დღის - 2,43%, ბოლო 7 დღის - 2,55%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„კომენდანტის საათი“ უქმდება

✅„პირბადის გამოყენების მნიშვნელობა უცვლელი რჩება“ - თამარ გაბუნია

✅ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მილიონ დოზა ვაქცინას 2 კვირაში მიიღებს