მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 4 434 ადამიანი აიცრა

აცრა
1620805646
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 4 434-მა ადამიანმა გაიკეთა.

12 მაისის მონაცემებით, ჯამურად 71570 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 12 375 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

ინფორმაციისათვის, დღეს, 20:00 საათიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად.

ასევე 12 მაისს, 20:00 საათზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის მსურველებს შეეძლებათ რეგისტრაციის გავლა. იმუნიზაციის ტექნიკურ ექსპერტთა ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა ახლა უკვე 45 წლის და უფროს მოქალაქეებს შეუძლიათ.

იხილეთ აგრეთვე:

✅საჭიროა თუ არა კოვიდვაქცინის მესამე დოზის გაკეთება? - ივანე ჩხაიძის განმარტება

✅160 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

✅Sinopharm-ით აცრის კითხვარს ახალი პუნქტები დაემატა - განმარტება