მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 5 056 ადამიანი აიცრა

აცრა
1622535564
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 5 056 ადამიანმა გაიკეთა.

1-ლი ივნისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 143 970 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 30 722 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1233 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1002 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 345196-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 328620 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: 3,74%, ბოლო 14 დღის - 3,3%, ბოლო 7 დღის - 2,71%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს იმ ქვეყნებიდან ადამიანების შემოსვლა, სადაც ინდური შტამია გავრცელებული“ - მარინა ენდელაძე

✅საქართველოში სამხრეთ-აფრიკული შტამი დაფიქსირდა

✅კოვიდპასპორტები საქართველოში სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს იქნება - გაბუნია