მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბორის ჯონსონი კვლავ თვითიზოლაციაში გადავიდა

ბორის ჯონსონი კვლავ თვითიზოლაციაშია
1605506834
COVID-19

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში ხელმეორედ გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პრემიერმა თვითიზოლაციაში გადასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთ პირს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულ პირთან ჯონსონს შეხება ჰქონდა. BBC-ის ინფორმაციით, პირი პარლამენტის წევრი ლი ანდერსონია.

„არანაირი სიმპტომი არ მაქვს, მაგრამ წესებს ვიცავ და ვიმუშავებ სახლიდან“, - წერს ჯონსონი ტვიტერის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის, ბრიტანეთის პრემიერმა ერთხელ უკვე დაამარცხა კოვიდ-19. ჯონსონს კორონავირუსი აპრილში დაუდასტურდა.

ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 მლნ-ს აღემატება.