მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 90 973 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები
1617858977
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კოვიდ 19-ით ინფიცირების კუთხით, ბრაზილია პირველ ხუთ ქვეყანას შორის მეორე პოზიციას იკავებს. 

worldometers-ის განახლებული მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 90 973 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო დროის ამ პერიოდში 3733 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

რაც შეეხება კოვიდვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას ბრაზილიაში, მათი რიცხვი 13 197 031-ს შეადგენს. ქვეყანაში ვირუსის დაწყებიდან დღემდე სულ გამოჯანმრთელებულია 11 664 158 პაციენტი.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

👉 107 მლნ-ზე მეტი გამოჯანმრთელებული - პანდემიის გლობალური სტატისტიკა