მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრიტანეთში COVID 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 5377-ით შემცირდა - მიზეზი მეთოდოლოგიის ცვლილებაა

კორონა ბრიტანეთი
1597303496
COVID-19

ბრიტანეთში მეთოდოლოგიის შეცვლის შემდეგ, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5377-ით 41 329-მდე შემცირდა, რაც 11.5%-იან კლებას ნიშნავს.

ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, კოვიდით გარდაცვლილად ჩაითვლება მხოლოდ ის პირი, რომელიც ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემდეგ 28 დღის ვადაში გარდაიცვლება. აქამდე ეს ვადა არ არსებობდა და განკურნებული პაციენტიც კი, თუ რაიმე სხვა დაავადებით დაიღუპებოდა, გარდაცვალების მოწმობაში მაინც COVID 19 ეწერებოდა. ცვლილება ადრე გარდაცვლილების სტატისტიკასაც შეეხო.

13 აგვისტოს მდგომარეობით ბრიტანეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 313 798-ს შეადგენს და მე-12 ადგილზე იმყოფება, 41 329 გარდაცვლილით კი მე-5 ადგილზეა. რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, სულ დადასტურებულია ინფიცირების 20.812 მლნ შემთხვევა, საიდანაც 747 ათასი პაციენტი გარდაიცვალა, 13.713 მლნ კი გამოჯანმრთელდა.