მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემი მიზანია, აჭარაში გავცე დაავადების მართვის რეკომენდაციები“ - მარინა ეზუგბაია

ეზუგბაია აჭარაში
1600845555
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აჭარაში არსებული მძიმე ეპიდვითარების გამო, დროებით კოლეგებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით იმყოფება.

მისი თქმით, იმისთვის, რომ აჭარაში კორონავირუსის ლიკვიდაცია მოხდეს აუცილებელია მოქალაქეების თანადგომა.

„ჩემი მიზანია, აჭარაში შევხვდე სამედიცინო პერსონალს და კლინიკების ხელმძღვანელებს, რადგან მივცე მათ დაავადების მართვის რეკომენდაციები და ექიმებს ჩავუტარო ტრენინგები“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, დღეს, 23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 227 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 165 კი აჭარაში დადასტურდა.