მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩიქოვანი ეპიდვითარებაზე: ბრძოლა დასრულებული არ არის

ირაკლი ჩიქოვანი ბრიფინგს მართავს
1586339641
COVID-19

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი კორონავირუსის გავრცელებასთანდაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ქვეყანაში არსებული რეგულაციები და რეკომენდაციები ზედმიწევნით შეასრულონ.

ჩიქოვანის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოში კოვიდინფექციის შემთხვევები გაიზრდება.

"სამწუხაროდ გვაქვს 200-ზე მეტი ფაქტი. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებს. ყველამ აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები, რომელიც შემოღებულია. მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეთ სახლიდან. კოვიდვირუსთან ბრძოლა დასრულებული არ არის, ჯერ მხოლოდ პროცესში ვიმყოფებით. ქვეყანაში არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევუმსუბუქოთ თითოეულ ჩვენ თანამოქალაქეს და რა თქმა უნდა სამედიცინო სისტემასაც ის ზეწოლა, რომელიც შეიძლება მათზე მოვიდეს. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს მოდუნების საშუალება, აუცილებლად დავიცვათ ყველა რეგულაცია და პროტოკოლი", - განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა.