მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთი კორონავირუსის ვაქცინის სპრეი ვარიანტზე მუშაობს

ჩინეთი სპრეი ვაქცინას ადამიანებზე ცდის
1599904097
COVID-19

ჩინეთში კორონავირუსის ვაქცინის სპრეის სახით ადამიანებზე გამოცდა იწყება. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

გამოცემის თანახმად, ტესტები ჩინეთის კლინიკური კვლევების სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არის დამტკიცებული. სპრეის სახის ვაქცინა Xiamen University-ისა და ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ფარმაცევტულ კომპანია Beijing Wantai Biological Pharmacy Enterprise-თან ერთად შექმნეს.

აღნიშნული ვაქცინა უკვე მეათე, რომელსაც ჩინეთში ადამიანებზე გამოცდიან. ვაქცინა, ცხვირში მოხვედრისას, კორონავირუსის გადაადგილების ბუნებრივ გზას იმეორებს და იმუნური სისტემის რეაქციას იწვევს.

სპრეი ვაქცინის შექმნელების განცხადებით, მისი უპირატესობა არის ის, რომ ის შექმნის როგორც სისტემურ, ასევე ადგილობრივ იმუნიტეტს, რომელიც ცხვირ-ხახაში ყალიბდება და ვირუსთან ბრძოლას დაუყოვნებლივ იწყებს.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის წინააღმდეგ 180-მდე ვაქცინა იქმნება, რომელთაგან 35-ს უკვე ადამიანებზე ცდიან.