მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთიდან შეტანილ პირბადეებს ჰოლანდია უკან აბრუნებს

ჰოლანდია პირბადეებს ჩინეთს უკან უბრუნებს
1585505305
COVID-19

ჰოლანდიაში ჩინეთიდან გაგზავნილი 1,3 მილიონი პირბადე მიიღეს, რომელიც უხარისხო აღმოჩნდა, ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ჩინეთიდან შემოტანილ პირბადეებს ჰქონდა KN95 სერთიფიკატი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათ უნდა გაფილტრონონ ნაწილაკების 95% -ზე მეტი, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ პირბადეების შემოწმების შედეგად აღმოაჩინა, რომ 1,3 მილიონი პირბადე, რომელიც ჩინეთიდან სპეციალურად გამოაგზავნეს სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა და პირბადეები უკან გააბრუნეს.

ცნობისთვის, ნიდერლანდებში კორონავირუსის 10 866 დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო გარდაცვლილია 771 ადამიანი.