მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთში გაყინულ ქათმის ფრთებში ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს 

კორონავირუსი ფრთებში
1597320005
COVID-19

ჩინეთის ორ ქალაქში ბრაზილიიდან იმპორტირებულ გაყინულ ქათმის ფრთებში და ეკვადორიდან შეტანილ კრევეტების შეფუთვაზე ახალი კორონავირუსის კვალი აღმოაჩინეს.

ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, იმპორტირებულმა საკვებმა, შესაძლოა, ვირუსის ახალი აფეთქება გამოიწვიოს.

„როიტერის“ ინფორმაციით, შემოწმება ჩატარდა ქალაქ შენჟენსა და შეანში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ უკვე გამოიკვლიეს ყველა, ვისაც აღნიშნულ პროდუქტთან შეიძლება ჰქონოდა კონტაქტი, თუმცა მათ ვირუსი არ დადასტურებიათ.

ქვეყანამ იმპორტირებულ პროდუქტებზე კონტროლი 2020 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან გაამკაცრა და ვირუსზე სკრინინგი დაიწყო. ამასთანავე, ჯერჯერობით შეჩერებულია ზოგიერთი ტიპის ხორცის იმპორტი.