მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩინური „სინოფარმით“ 40 მლნ-ზე მეტი ადამიანია აცრილი და მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის“ - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი
1617605185
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ჩინური ვაქცინის „სინოფარმის“ საქართველოში შემოტანის შესახებ ისაუბრა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყებას აქტიური კომუნიკაცია აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და მას შემდეგ, რაც ის ავტორიზაციას გაივლის, საქართველოში შესაძლებლობა იქნება „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყოს.

„შაბათს ძალიან მნიშვნელოვანი ტვირთი მივიღეთ. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან ველოდებით. მადლობა მინდა გადავუხადო ჩინეთის საელჩოსა და სახელმწიფოს გაწეული თანამშრომლობისთვის. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ვაქცინის მიღებისთვის ძალიან დიდი შრომაა ჩადებული.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უნგრეთის სახელმწიფოს, ვინაიდან ვიცით, რომ უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის „სინოფარმი“ აღიარებული, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმი“ დაშვებული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ უკვე 40 მლნ მეტი ადამიანია აცრილი „სინოფარმის“ ვაქცინით, შესაბამისად მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან ელოდება ავტორიზაციას, ამასთან დაკავშირებით გვაქვს ინტენსიური მიმოწერა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რის შედეგედაც საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდის იქნება ჩინური ვაქცინით აცრა შესაძლებელი“, - აცხადებს მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო და ქვეყანაში აცრა ორი ვაქცინით „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“ მიმდინარეობს.

საქართველომ ასევე მიიღო „სინოფარმის“ ჩინური ვაქცინა, რომლის გამოყენებისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმო-ს მიერ ვაქცინის აღიარებას ელოდება.

ამავე თემაზე:

✔️ „ვაქცინაციის წყალობით, დიდ ბრიტანეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მინიმუმამდე დავიდა“ - გამყრელიძე

✔️ დღეიდან 55 წელს გადაცილებული მოქალაქეების კორონავირუსზე აცრა იწყება

✔️ „დაიწყო ე.წ. კლასტერული გავრცელება, შეიმჩნევა ეპიდვითარების გაუარესება“ - ამირან გამყრელიძე