მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინური ვაქცინა ძალიან ახლოსაა ავტორიზაციასთან, ჩვენ ამ ოფციის განხილვა დაწყებული გვაქვს - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოაგილე კორონა ვირუსზე
1614971238
COVID-19

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით  ოფციის განხილვა დაწყებულია, რუსული ვაქცინის შემოტანა კი, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არ იგეგმება. ამის შესახებ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

„ძალიან ბევრი შუალედური კომპანიები გაჩნდა ბაზარზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ ძალიან ახლოს არის ავტორიზაციასთან. ჩვენ ამ ოფციის განხილვა უკვე დაწყებული გვაქვს. რაც შეეხება რუსულ ვაქცინას, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ოფცია არ ყოფილა ჩვენთვის. ავტორიზაციასთან ახლოს რუსული ვაქცინაც არის, თუმცა, ბაზარი ფართოა და ქვეყანა მოახერხებს სხვა ვაქცინების მობილიზებას,"-აღნიშნა თამარ გაბუნიამ.