მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჭრელო პეპელას ვარიანტია, 1 წელი მესმოდა რატომ არის შეზღუდვებიო?“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
1627374474
COVID-19

„არავითარი ლოკდაუნი არ იგეგმება, იმიტომ რომ მთელი წელიწადი იყო ლაპარაკი, რატომ ვართ ლოკდაუნშიო - ახლა არის მართვის სხვა საშუალებები“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რა რეგულაციებიც გვაქვს თუ აღსრულდება, ეს საკმარისი იქნება.

„ბიზნესს ნაწილს შემიძლია ვუთხრა ერთი რამ, რომ ახლა აღარ დასჭირდება შეზღუდვა, შეზღუდვა ის იქნება, თავად თუ არ დაიცავს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რეგულაციებს და არ აცრის თავის თანამშრომლებს, ეს ბიზნესები ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში.

ჭრელო პეპელას ვარიანტია. 1 წელი მესმოდა, რატომ არის შეზღუდვებიო? არავითარი ლოკდაუნი არ იგეგმება, იმიტომ, რომ მთელი წელიწადი იყო ლაპარაკი, რატომ ვართ ლოკდაუნშიო - ახლა არის მართვის სხვა საშუალებები.

დღეს კორონავირუსის მართვის საშუალებები არის ერთი რომ: ავიცრათ, მეორე - ვატაროთ ნიღაბი, ეს არის დღეს მართვა და რა თქმა უნდა, კლინიკებში ადგილები კიდევ დაემატება. ასევე, დაემატება საკარანტინო სივრცეები და ე.წ. კოვიდ სასტუმროებში დამატებითი ადგილები, რათა მოხდეს იმ ადამიანთა იზოლირება, ვისაც არ აქვს სახლში იზოლაციის საშუალება. მნიშვნელოვანია, რომ პირადი პასუხისმგებლობაც უნდა გვქონდეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1 335 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 407 689 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 731 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 376 088 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,68%, ბოლო 14 დღის - 6,03%, ბოლო 7 დღის - 6,71%.

იხილეთ აგრეთვე:

📣„კონფერენციებზე და კონცერტებზე, მხოლოდ აცრილები და გატესტილები უნდა დაიშვან“ - ამირან გამყრელიძე

📣არსებობს თუ არა ქართული შტამი? - ამირან გამყრელიძის განმარტება

📣განიხილავს თუ არა საბჭო მკაცრ ლოკდაუნს? - გამყრელიძის განმარტება