მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩუმლაყში კოვიდინფიცირების ფატქის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელ
1594293903
COVID-19

ჩუმლაყში სომხეთიდან შემოსულ მამაკაცს კორონავირუსით ინფიცირება მეოთხედ ჩატარებული „პისიარ“ კვლევით დაუდგინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, სოფელ ჩუმლაყში, ერთ- ერთ სამაცივრე მეურნეობაში ცხოვრობდა და ამ ეტაპზე, მისი 15 კონტაქტია გამოვლენილი.

მძღოლთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს, რომელსაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვს, კარანტინში გადაიყვანენ.

სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ამ ეტაპზე, უსიმპტომო პაციენტია და ის ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.