მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ ძირითადად AstraZeneca-ს ტიპის ვაქცინების მისაღებად ვემზადებით“ - პაატა იმნაძე

იმნაძე მთავრობის ადმინისტრაციაში
1611049666
COVID-19

„ჩვენ ძირითადად ვემზადებით, რომ AstraZeneca-ს ტიპის ვაქცინები მივიღოთ, მაგრამ ის ჯერ არ არის „კოვაქს“ პლატფორმაზე. ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად მზად ვართ, მთავარია როდის იქნება ეს მოწოდება“, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. 

მისი თქმით, საქართველოში ვაქცინის შემოტანის დროდ პირველი კვარტალია განსაზღვრული.

„მოწოდების დრო უნდა იყოს პირველი კვარტალი. თუ რამდენი დოზა შემოვა, ეს ჯერ არ ვიცით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შესაძლებლობები ექნება „კოვაქს“ პლატფორმას“, - აღნიშნავს პაატა იმნაძე.

👉 ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანა თებერვალში დაიწყება.

👉 ჯანდაცვის უწყების ცნობით, საქართველო მზადაა ყველანაირი ტემპერატურული მოთხოვნების ვაქცინა მიიღოს.

აგრეთვე წიაკითხეთ:

თენგიზ ცერცვაძე: ყველას ვურჩევ გაიკეთოს ვაქცინა

„ვაქცინაციის გეგმა 60%-ზეა გათვლილი და ეს ეხება 18 წელს ზემოთ მოსახლეობას“ - გამყრელიძე

მედია: კორონავირუსის ჩინური ვაქცინა ბავშვებისთვის უსაფრთხოა