მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ თუ გვინდა, ვიცხოვროთ ჩვენი წესებით და არა კოვიდის წესებით, ვაქცინაცია აუცილებელია“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1620161729
COVID-19

„ჩვენ თუ გვინდა, ვიცხოვროთ ჩვენი წესებით და არა კოვიდის წესებით, ვაქცინაცია აუცილებელია“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ერთი პლუსი ის არის, რომ ეს მატება ნახტომისებური არ არის და გაორმაგებები ყოველ მეორე კვირას არ გვაქვს, როგორც შარშან ნოემბერში გვქონდა. მაისის პირველი ნახევარი ასე თუ გავიარეთ, შეგვიძლია, ფრთხილი ოპტიმიზმით ვთქვათ, რომ ზაფხულს მეტ-ნაკლებად, ნორმალურად შევხვდებით.

მონაცემები ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს. 45 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა და ვხედავთ, რომ თბილისში, „სინოფარმის“ აცრაზე, თვის მეორე ნახევრის ჩათვლით, პრაქტიკულად, ყველა ადგილი დაჯავშნილია. ჩვენი ხალხი ნელ-ნელა რწმუნდება იმაში, რომ ვაქციანაციას ალტერნატივა არ აქვს, რაც ძალიან კარგი და სასიხარულოა. ჩვენ თუ გვინდა, ვიცხოვროთ ჩვენი წესებით და არა კოვიდის წესებით, ვაქცინაცია აუცილებელია“ - აღნიშნა იმნაძემ.