მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ უნდა გადავიდეთ ინტენსიურ აცრებზე“ - ამირან გამყრელიძე

„ჩვენ უნდა გადავიდეთ ინტენსიურ აცრებზე“
1622838642
COVID-19

ჩვენ უნდა გადავიდეთ ინტენსიურ აცრებზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ჩვენ წლის ბოლომდე უნდა ავცრათ 1 700 000 ადამიანი, ამიტომ აუცილებელია ტემპის გაორმაგება. ვემზადებით ივლისისთვის, როცა ქვეყანაში შემოდის სხვადასხვა ვაქცინის მნიშვნელოვანი მარაგი და ჩვენ უნდა გადავიდეთ ინტენსიურ აცრებზე.

დღეში უნდა ავცრათ დაახლოებით 20-25 ათასამდე ადამიანი. რეგისტრაციის ორივე ფორმა იქნება.

რა თქმა უნდა, იქნება წინასწარი რეგისტრაცია პორტალზე, მაგრამ რადგან სოფლის მოსახლეობას ეს უჭირს, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ე.წ. ცოცხალი რიგი, ასევე წითელ ჯვარს ვთხოვთ და ზაფხულში აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში სტუდენტები, რათა ხანდაზმულ ადამიანებს, ვისაც ინტერნეტთან მუშაობის ჩვევები ნაკლები აქვთ, დაეხმარონ დარეგისტრირებაში.

ასევე პარალელურად გვექნება ვირტუალური კაბინეტები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ, დარეგისტრირდნენ და აიცრან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება

👉 ჩვენც შესაძლოა, ვაქცინის გამოყენება 12 წლის ასაკის ზემოთ დავუშვათ

👉 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 6 409 ადამიანი აიცრა