მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

COVID 19 - 100 000 გარდაცვლილი 3 თვეში

მსოფლიოში კორონავირუსით 100 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
1586536324
COVID-19

კორონავირუსით გარდაცვლილ პირთა რაოდენობამ მსოფლიო მასშტაბით 100 000-ს გადააჭარბა, რომლის ნახევარზე მეტიც 3 სახელმწიფოზე: იტალიაზე, აშშ-სა და ესპანეთზე მოდის.

ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ ჩინეთმა მსოფლიოს დეკემბრის ბოლოს აცნობა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა. მაშინ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 126 000-ს, გარდაცვლილთა რიცხვი კი 4600-ს შეადგენდა.

მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან მსხვერპლი 162-ში ფიქსირდება. 2 მლრდ-ზე მეტი ადამიანი იძულებით სახლებშია გამოკეტილი. ეკონომიკურმა ზარალმა $5 ტრლნ-ს მიაღწია ვარდნა გრძელდება და რეცესიის მასშტაბები შესაძლოა დიდი დეპრესიის დონეს გაუთანაბრდეს.

სახელმწიფოთა უმრავლესობაში გაუქმებულია რეგულარული ფრენები. გაუქმდა ან გადაიდო მასშტაბური სპორტული ტურნირები. ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები 2020 წლის ნაცვლად 2021 წელს გაიმართება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის მათი რაოდენობა 234-მდეა გაზრდილი, საიდანაც 54 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა და 175 მკურნალობის კურსს განაგრძობს. კარანტინში 4908 ადამიანი იმყოფება, 429 პაციენტი სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. 21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომლის პირობებიც 31 მარტიდან გამკაცრდა. არ მუშაობს მეტრო და ავტობუსი. მკაცრ კარანტინზეა გადასული მარნეული, ბოლნისისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები.