მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

COVID 19 - ოფიციალური და რეალური მონაცემები

კორონა
1591122366
COVID-19

კორონავირუსი მსოფლიოს 200-ზე მეტ დამოუკიდებელ სახელმწიფოსა და დამოკიდებულ ტერიტორიაზე გავრცელდა. მათგან ნაწილში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ერთეულია, ნაწილში კი ასეულ ათასობით ითვლება.

2 ივნისის მდგომარეობით სულ ლაბორატორიულად ინფიცირების 6.428 მლნ შემთხვევაა დადასტურებული, მათი 45.78% - 2.943 მლნ უკვე გამოჯანმრთელდა, 48.31% - 3.105 მლნ მკურნალობის კურსს ამჟამადაც გადის, 5.91% - 380 ათასი კი გარდაიცვალა. რიცხვები მიახლოებითია და რეალობას რამდენიმე მიზეზის გამო არ ასახავს.

1)     ავტორიტარული ქვეყნები ისეთები როგორებიცაა: რუსეთი, ირანი, ჩინეთი, თურქმენეთი თუ ჩრდილო კორეა მონაცემებს აყალბებენ და როგორც ინფიცირების, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობის სტატისტიკას ხელოვნურად ამცირებენ. რატომ აყალებებენ ეს სახელმწიფოები სტატისტიკას? მიზეზი ძირითადად საკუთარ მოსახლეობაში უძლეველად წარმოჩენის მცდელობაა.

2)     მთელ რიგ აფრიკის და აზიის ზოგიერთ სახელმწიფოებში ტესტების უქონლობის გამო აღრიცხვა ვერ ხერხდება.

3)     მინიმუმ 80%-ის, სინამდვილეში უფრო მეტის შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მათი აღრიცხვა სრუყოფილად ვერ ხერხდება. კვლევების მიხედვით ბევრად უფრო მეტ ადამიანს ვიდრე მიმდინარე პაციენტს, კორონავირუსი უკვე გადატანილი აღმოაჩნდა. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით საქართელოში შერჩეული 1000 პირიდან ვირუსი გადატანილი 6-10 ადამიანს აღმოაჩნდა, რაც ბევრად უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე ნიუ-იორკში, თუმცა ეს დაბალი მაჩვენებელიც მთელ მოსახლეობაზე გადანაწილებით 22 000- 37 000 გამოდის, რაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობას 796-ს მინიმუმ 27-ჯერ აღემატება.

4)     იმის გათვალისწინებით, რომ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა ლაბორატორიულად დადასტურებულ მაჩვენბელზე რამდენჯერმე მეტია, შესაძლოა რამდენიმე ათეულჯერ მეტიც, სიკვდილიანობის რეალური კოეფიციენტი 5.91%-ზე ბევრად უფრო ნაკლებია. ზოგიერთი კვლევის მიხედვით 0.5%-ზე ნაკლებიც.

5)     კითხვებს ბადებს თავად გარდაცვლილთა რაოდენობაც. პრაქტიკულად ყველა ადამიანს ვისაც გარდაცვალების მომენტში კორონავირუსი ჰქონდა სიკვდილის მიზეზად COVID 19 ჩაეწერა, მაშინ როცა, რომ არა თანმდევი მძიმე ქრონიკული დაავადებები მათი უმრავლესობა დღესაც ცოცხალი იქნებოდა.

ოფიციალურ სტატისტიკაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ თუ რამდენი ადამიანი შეეწირება საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ვარდნის შედეგად გამოწვეულ შიმშილს, არასრულფასოვან კვებას, არასრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას, სტრესსა თუ გაზრდილ კრიმინალს. მსოფლიო „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია, რომელიც ფაქტობრივად უკვე დაიწყო.