მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Covid-19 - პარიზი და მარსელი წითელ ზონებად გამოცხადდა

მარსელი - წითელი ზონა
1597391297
COVID-19

საფრანგეთის მთავრობა ადასტურებს, რომ ქვეყნის დედაქალაქი პარიზი და მარსელის სამხრეთ ნაწილი კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკს წარმოადგენს, ამიტომაც ადგილობრივი ხელისუფლება გავრცელების თავიდან აცილებისათვის საჭირო ნაბიჯების გადადგმას იწყებს.

როგორც BBC წერს, შეზღუდვები დაწესდება ქუჩაში, ფეხითა თუ სახმელეთო - საჰაერო ტრანსპორტით მოძრაობაზე, აგრეთვე, აკრძალვები შეეხება რესტორნებსა და ბიზნესცენტრებს.

13 აგვისტოს, ისევე როგორც წინა დღეს, ქვეყანაში ინფიცირების 2 500 შემთხვევა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, Covid-19-მა მსოფლიოში 21 მილიონზე მეტი ადამიანი დააინფიცირა, მათგან 13 925 624 გამოჯანმრთელდა და 757 495 გარდაიცვალა.