მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

COVID-19 60 მილიონ ადამიანს გააღატაკებს – მსოფლიო ბანკის პროგნოზი

მსოფლიო ბანკი
1589954592
COVID-19

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მელპასმა განაცხადა, რომ მსოფლიოში დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი შეიძლება უკიდურეს სიღატაკეში ჩავარდეს კორონავირუსის პანდემიის გამო.

„ჩვენი შეფასებით, 60 მილიონამდე ადამიანი უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდება, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრესს გააქარწყლებს“, – ციტირებს მედია მელპესს.

პრეზიდენტი დასძენს, რომ მსოფლიო ბანკი პანდემიასთან ბრძოლაში უკვე 100 ქვეყანას დაეხმარა, რომლებზეც დედამიწის მოსახლეობის 70% მოდის.

მისივე თქმით, ბანკმა იტვირთა ვალდებულება, 15 თვის განმავლობაში განვითარებად ქვეყნებს $160 მლრდ გამოუყოს გრანტების, სესხებისა და ინვესტიციების სახით, რაც პანდემიის შედეგების აღმოფხვრას უნდა მოხმარდეს.

მელპასმა კრედიტორ ქვეყნებს მოუწოდა, შეუერთდნენ „დიდი ოცეულის“ ინიციატივას, რომელიც განვითარებადი ქვეყნების მხრიდან ვალის გადახდაზე მორატორიუმის გამოცხადებას გულისხმობს.