მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

COVID 19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მიხედვით, საქართველო 183 ქვეყანას შორის მე-10 ადგილზეა

საქართველოს დროშა
1610723344
COVID-19

ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით, COVID 19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მიხედვით, მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის საქართველო მე-10-11 ადგილზეა. ამის შესახებ Facebook-ზე ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე წერს.

ცერცვაძის ინფორმაციით, ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტი ყოველდღიურად აქვეყნებს განახლებულ მონაცემებს ქვეყნების რეიტინგს კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე.

„შეფასება კომპლექსურია და ეფუძნება სულ 19 ინდიკატორს, რომლებიც შეიძლება დაჯგუფდეს: სამთავრობო პოლიტიკის, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა (მათ შორის მოქალაქეთა შემოსავლებზე ზრუნვა და სხვა) და უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკის ინდიკატორებად (ტესტირება, პაციენტთა ნაკადების მართვა, ვაქცინაცია და სხვა).

ა.წ. 15 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია მე-10-11 ადგილი (საბერძნეთთან ერთად) და ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჩვენზე წინ არიან მხოლოდ გერმანია, ირლანდია და იტალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 245 ათასს აჭარბებს.