მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

COVID-19-ის წინააღმდეგ ოთხი სხვადასხვა პრეპარატის ცდის პროცედურა იწყება

მსოფლიო ჯანდაციოს ორგანოზაციის პრეზიდენტი კორონავირუსისი წამალზე კომენტარს აკეთებს
1585415867
COVID-19

ტედროს ადანომ გებრეისუის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, COVID-19 -ის წინააღმდეგ ოთხი სხვადასხვა პრეპარატისა და ამ პრეპარატების კომბინაციების ცდის პროცედურა უკვე დაწყებულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ კორონავირუსის წინააღდმეგ ბრძოლაში ყველა უნდა გაერთიანდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ჯანმრთელობის მუშაკები იმსახურებენ იმავე დაცვას, როგორც მდიდარ ქვეყნებში.

ტედროს ადანომ გებრეისუმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოს ახალი კორონავირუსის ვაქცინამდე 12-18 თვე აშორებს.

"ვაქცინამდე ჯერ კიდევ 12-18 თვე გვაშორებს. ამ დროს ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, თერაპევტებმა უმკურნალონ პაციენტებს და გადაარჩინონ სიცოცხლე.

მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ ნორვეგიასა და ესპანეთში სულ მალე პაციენტები ჩაერთვებიან სოლიდარობის ცდაში, რომელიც შეადარებს COVID-19-ის წინააღმდეგ ოთხი პრეპარატის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას. ეს ისტორიული ცდაა, რომელშიც 45 ქვეყანაა ჩართული და რომელიც მნიშვნელოვანად შეამცირებს საჭირო დროს იმისთვის, რომ გამოვავლინოთ, რომელი წამალი უფრო კარგად მუშაობს ამ ვირუსთან მიმართებით," - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა.