მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Covid-19-ის ვაქცინა უფრო ადრე იქნება თუ პრეპარატი - ცერცვაძის განმარტება

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1588788266
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, ექიმი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს თუ რა შემთხვევაში დაჩქარდება კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტისა და ვაქცინის შექმნა.

თენგიზ ცერცვაძე ორ სავარაუდო თარიღს ასახელებს.

" ძნელი სათქმელია ვაქცინა მოასწრებს თუ მედიკამენტი, ვინაიდან ორივეს სჭირდება ხანგრძლივი გამოცდა, სავარაუდოდ, შესაძლოა მაინც მედიკამენტმა დაასწროს ვაქცინას. ეს დამოკიდებულია როგორ წავა პანდემია. თუ პანდემია წავიდა ისეთი გზით და ისეთი მასშტაბებით, როგორც ახლა მიდის, მზარდი ტენდენციით და სერიოზული ზარალი შეუქმნა მსოფლიოს, მაშინ კვლევები დაჩქარდება, მობილიზებული იქნება უფრო დიდი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი და შესაბამისად მედიკამენტიც და ვაქცინაც გამოჩნდება უფრო ადრე, ეს იქნება ჩემი ვარაუდით, დაახლოებით შემოდგომაზე, მაგრამ თუ პანდემიის მიმდინარეობაში მოხერხდა სტაბილიზაცია ან მისი დაღმასვლით გაშვება, ან ვირუსმა გამოავლინა სეზონურობა და აღარ იქნა ძალიან სერიოზული პრობლემების შემქნელი მსოფლიოსთვის, მაშინ კვლევა გაგრძელდება ინტენსიურად, მაგრამ არა ისე ექსტრემალური მობილიზებით. მაშინ სავარაუდოდ ასეთი მედიკამენტის გამოჩენა შესაძლებელია 1 წლის ფარგლებში. დავასახელებდი 2 თარიღს პანდემიის მძიმე მსვლელობის შემთხვევაში ეს იქნება შემოდგომა, ხოლო პანდემიის შერბილების შემთხვევაში ეს იქნება 1 წელიწადში", - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თენგიზ ცერცვაძემ.