მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

COVID 19-ის ვაქცინის კვლევის მონაწილე უცნობი დაავადებით ინფიცირდა

Johnson & Johnson-მა ვაქცინის კვლევები შეაჩერა
1602601297
COVID-19

კომპანია Johnson & Johnson-ის ვაქცინის კვლევების მონაწილე უცნობი დაავადებით ინფიცირდა. „ჩვენ დროებით შევაჩერეთ კლინიკური კვლევები, რადგანაც ტესტირების ერთ-ერთი მონაწილე დაუდგენელი დაავადებით ინფიცირდა. კვლევების მონაწილეებს ვაქცინის დოზებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ გავუკეთებთ“ - განაცხადეს Johnson & Johnson-ში.

ამასთანავე კომპანიაში აცხადებენ, რომ დაავადებები და უბედური შემთხვევებიც კი ნებისმიერი კლინიკური კვლევის დროს ხდება. ამჟამად იმ დაავადების შესწავლა მიმდინარეობს, რომელიც ტესტირების მონაწილეს დაუფიქსირდა.

Johnson & Johnson-მა კლინიკური კვლევების მესამე სტადია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. მასში 60 ათასამდე მოხალისე მონაწილეობს. ეს მეოთხე კომპანიაა აშშ-ში, რომელიც ვაქცინის კლინიკური კვლევების მესამე ეტაპზე გადავიდა.

რამდენიმე დღის წინ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევების შეჩერების შესახებ კომპანია AstraZeneca-მ განაცხადა. მაშინაც კვლევების მონაწილეს დაუდგენელი ავადმყოფობა დაუფიქსირდა.

კომპანია Johnson & Johnson 1886 წელს დაარსდა. ის სამედიცინო ხელსაწყოებს, ფარმაცევტულ პროდუქციას და საყოფაცხოვრებო საქონელს აწარმოებს.

ინფორმაციას aljazeera.com ავრცელებს.

ამ ეტაპზე 10 კომპანია მუშაობს ვაქცინის დასკვნით ეტაპზე.