მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

COVID-19-ის ვაქცინის მასობრივი წარმოება სექტემბერში დაიწყება

ვაქცინის წარმოება
1590065935
COVID-19

ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია Astrazeneca კორონავირუსის ვაქცინის მასობრივი წარმოების დაწყებას სექტებრიდან გეგმავს, თუ ოქსფორდის უნივერსიტეტში მიმდინარე ცდები წარმატებული აღმოჩნდება.

"კომპანიამ პირველი კონტრაქტი მინიმუმ 400 მილიონი დოზის წარმოებაზე უკვე გააფორმა და ასევე აქვს 1 მლრდ დოზის წარმოების შესაძლებლობა. პირველი პარტიის გამოშვება კი 2020 წლის სექტემბერში დაიწყება”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია ვაქცინის შექმნისა და წარმოების პროცესის დაჩქარებაში ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებს მადლობას უხდის. აღნიშნული ვაქცინის შესაქმნელად კომპანიამ აშშ-ს მთავრობისგან $1 მლრდ-ზე მეტი მიიღო.

ვაქცინის ცდების პირველი ეტაპის შედეგები ივნისში გახდება ცნობილი. თუ შედეგები დადებითი აღმოჩნდება, სექტემბერში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დიდი ბრიტანეთის 30 მლნ-მდე მაცხოვრებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.