მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Covid-19-ით ინფიცირებული 13 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია

კორონავირუსის ტესტი
1586095705
COVID-19

საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ექიმ ლევან რატიანის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული 13 წლის მოზარდისა და ორსული ქალების მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია.

რაც შეეხება ორსულებს, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. ასევე სტაბილურია, რაც ყველაზე სასიხარულოა 13 წლის მოზარდის ჯანრთელობის მდგომარეობა", - განაცხადა რატიანმა.

ექიმმა ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, რომ მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცირება.

"მთელ ქვეყანას მინდა ვუთხრა, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ ვიყოთ სოციალურად დისტანცირებული. იმიტომ რომ არავინ იცის ამ ვირუსის სტრატეგია, არცერთმა სამყაროს ექიმმა და სამხურაოდ, არც მე", - აღნიშნა რატიანმა.

ცნობისთვის, 5 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში 170 პირია ინფიცირებული, 2 გარდაიცვალა, 36 კი გამოჯანმრთელდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.