მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

COVID 19-სგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ აქტიურ პაციენტთა რიცხვს გადააჭარბა

გამოჯანმრთელება
1591460975
COVID-19

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლი ბოლო 2 დღეა 130 000-ს აჭარბებს, რაც რეკორდულად ბევრია, თუმცა ბოლო 3 კვირაში გარდაცვლილთა რაოდენობამ დღიურად 5000-ს მხოლოდ 4-ჯერ გადააჭარბა, მაშინ როცა აპრილში 8000-იან მაჩვენებელს 3-ჯერ გადასცდა. შედეგად თუ 1 თვის წინ სიკვდილიანობის კოეფიციენტი 7%-ს აჭარბებდა, დღეს ის 5.8%-მდეა შემცირებული.

3 ივნისს, პირველად პანდემიის დაწყებიდან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ აქტიურ პაციენტთა რიცხვს გადააჭარბა. 6 ივნისის საღამოს მდგომარეობით მსოფლიში სულ 3.127 მლნ აქტიური პაციენტი და 3.380 მლნ გამოჯანმრთელებულია, ანუ 100 პაციენტზე 108 გამოჯანმრთელებული მოდის. 1 თვის წინ 100 პაციენტზე მხოლოდ 60 გამოჯანმრთელებული ირიცხებოდა.

სიტუაცია უკეთესია საქართველოში, სადაც 808 ინფიცირებულიდან 13 ადამიანი გარდაიცვალა. სიკვდილიანობის კოეფიციენტი - 1.6%-ს შეადგენს რაც მსოფლიო საშუალოზე 3.6-ჯერ ნაკლებია. გარდა ამისა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ აქტიურ პაციენტთა რიცხვს უკვე 5.14-ჯერ გადააჭარბა. 6 ივნისის მდგომარეობით მკურნალობის კურსს 129 პაციენტი განაგრძობს 663 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.