მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაეხმარება თუ არა საქართველო სომხეთს COVID 19-თან ბრძოლაში - ცერცვაძის პასუხი

კორონა  სომხეთი
1590525685
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტვ „კავკასიის“ თოქ-შოუ „ბარიერის“ ეთერში სომხეთის შემთხვევაზეც ისაუბრა. ცერცვაძის თქმით განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო მონაცემებს მალავს აბსოლუტურად მიუღებელი აზრს მოკლებულია.

შეკითხვაზე უნდა დაეხმაროს თუ არა საქართველო მეზობელ სახელმწიფოს, სადაც რეგიონში მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით ყველაზე მძიმე სიტუაციაა, ცერცვაძე პასუხობს, რომ გადაწყვეტილებას თავად ვერ მიიღებს, მაგრამ თუ სომხეთის ამის სურვილს გამოთქვამს კი, თუმცა რუსეთზე დამოკიდებულების გამო, რომელსაც თავადაც პრობლემები აქვს, შესაძლოა ეს ასე არ მოხდეს.

26 მაისის მონაცემებით სომხეთში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7402-ს აღწევს, საიდანაც 91 პაციენტი გარდაიცვალა, 3220 გამოჯანმრთელდა, 4091 კი მკურნალობის კურსს ამჟამადაც გადის. აქტიურ პაციენტთა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით, სამხრეთ კავკასიის ყველაზე პატარა ქვეყანაში - სომხეთში უფრო მეტი დაავადებულია, ვიდრე საქართველოსა და აზერბაიჯანში ერეთად.