მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"დარწმუნებულები ვართ მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური გამოწვევების წინაშე "ქართუ" თავის როლს შეასრულებს"

ივანიშვილის როლი კორონავირუსთან ბრძოლაში
1585774814
COVID-19

საქარველოს მთავრობის მეთაურის გიორგი გახარიას განცხადებით, როდესაც ქვეყანას დახმარება სჭირდებოდა ფონდი "ქართუ" საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ყოველთვის აზღვევდა.

მისივე თქმით, მთავრობა დარწმუნებულია, რომ მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური გამოწვევების წინაშე "ქართუ" თავის სისტემურ როლს შეასრულებს.

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანშვილის ქველმოქმედება გაიხსენა და ფონდ "ქართუს" სახელმწიფოს დასაბუთებული იმედი უწოდა.

"მოგეხსენებათ, 13 ივნისის მოვლენები, როდესაც "ქართუ" ასე დაუდგა მხარში ქვეყანას. დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ დღესაც, როდესაც მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური გამოწვევების წინაშე ვართ, "ქართუ" შეასრულებს თავის სისტემურ როლს. მათ ეს განცხადება უკვე გააკეთეს და ჩვენ ახლა ვფიქრობთ, სად იქნება უფრო მგრძნობიარე ჩვენი მოქალაქეებისთვის, სად უფრო მნიშვნელოვანი იქნება "ქართუს" შეხიდება. მიუხედავად ყველაფრისა, "ქართუ" აგრძელებს ამ ქვეყნის სისტემურ მხარდაჭერას, "ქართუ" არის დაზღვევა, როცა სახელმწიფოს რესურსები არ ყოფნის და ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფოს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ კულტურაში, ჩვენს არქიტექტურასა და ისტორიულ მემკვიდრეობაში, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ ქვეყანას, სახელმწიფოს, ამ მთავრობას, ამ გუნდს აქვს "ქართუს" მხარდაჭერის აბსოლუტურად დასაბუთებული იმედი", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.