მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით გადელია: პირველი 4-5 დღე არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ანტიბიოტიკები, ეს ვირუსს არაფერს აკლებს

ბოჭორიშვილის კლინიკის გენდირექტორი
1606225450
COVID-19

„არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ პირველი 4-5 დღის განმავლობაში ანტიბიოტიკები. ვირუსს ეს არაფერს არ აკლებს, მხოლოდ მეორე ტალღაზე, ისიც მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შესაძლოა სპეციფიკური ანტიბიოტიკის მიღება“, - ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების საყურადღებოდ განაცხადა. 

მისი თქმით, დაუშვებელია რაიმე მედიკამენტის მიღება პირადი გადაწყვეტილებით.

„არც ერთი წამალი არ უნდა მიიღოს თუნდაც მსუბუქად დაავადებულმა პაციენტმა, ზოგადი ტელევიზორიდან ან გაზეთიდან მიღებული რჩევით. ერთადერთი შემიძლია გითხრათ ესეთი რამ, თუ გაქვთ კოვიდი, ხართ სახლის პირობებში, გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები, იყიდეთ ბუშტები, გაბერეთ რამდენჯერმე ეს ბუშტი, წოლის დროს შეეცადეთ, რომ 15 წუთი 4-ჯერ დღის განმავლობაში გულაღმა იწვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სუნთქვითი ვარჯიშები“, - აღნიშნა დავით გადელიამ.

როგორც მან განმარტა, დღეს კლინიკებში მყოფი პაციენტების 30%-ს ჰოსპიტალური მკურნალობა რეალურად არ სჭირდება.

„ალბათ, რომ გადაიხედოს, სულ ცოტა 30% ადამიანების, ისეთები წვანან კლინიკებში, რომლებსაც ამის აუცილებლობა არ აქვთ. კლინიკაში დაწოლა ლამის სოციალური ფენის რაღაც ნიშანივით გახდა, რომ მე მაქვს საშუალება კლინიკაში დაწოლის ასეთი გაჭირვების დროს. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება.

მე მინდა ვურჩიო ხალხს, 4-5 კაციან პალატაში წოლას, თუ ამის დიდი აუცილებლობა არ არის, არ ჯობია ერთ კაციანი, კომფორტული სასტუმროები, ყველას ჰყავს თავისი ექიმი, რომლებსაც კონტროლქვეშ ჰყავს პაციენტი და ამას გარდა დამატებით 200 ცალი კონცენტრატორები შეიტანეს სასტუმროებში და სუნთქვის პრობლემაც არ იქნება, მკურნალობის პრობლემაც არ იქნება,“ - განაცხადა დავით გადელიამ.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველო ბოლო კვირაში ინფიცირების შემთხვევების ზრდის ტემპით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

👉 ქვეყანაში კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 92 215 და გარდაცვლილია 1051 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გამყრელიძე: პიკში შევედით - არ ვიცით, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება

👉 „განისაზღვრება ან ახალი სტრატეგია ან მკურნალობა გაგრძელდება“ - როგორია ცერცვაძის მდგომარეობა

👉 3 128 ინფიცირება, 3 045 პირი გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში