COVID-19

დავით სერგეენკომ კოლეგებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

„ქართული ოცნების“
მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი საბურთალოზე
1611738529
დაკოპირებულია

საქართველოს პარლამენტი, თითოეული დეპუტატი, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მხარდაჭერით, ხელს შეუწყობს, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ვაქცინაციის დაწყება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკომ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, რომელზეც დაგეგმილია აღნიშნული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.

„დღეს გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომლის ამოცანაც არის ხელმისაწვდომობის რაც შეიძლება სწრაფი გაზრდა კოვიდ ვაქცინაზე.

ეს კანონპროექტი ვფიქრობ, რომ იქნება მხარდაჭერილი ყველასაგან და კიდევ უფრო გააადვილებს ვაქცინაციის დროულ დაწყებას, რაც ამ ეტაპზე პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა“, - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას

👉წარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე

კომენდანტის საათი
საქართველოში

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა კორონავირუსის შემდგომი გართულებების წინააღმდეგ გაერთიანდნენ და საკუთარ ბაზაზე პოსტკოვიდური მართვის ცენტრები აამოქმედეს. ინფორმაციას „ ევექსის “ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1619012753

ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავთან კავშირი დაიკარგა. ამის შესახებ BBC იუწყება.

1619011887

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი პოლიტიკური მოვლენების სავარაუდო განვითარების სცენარს აღწერს, ის სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

1619011192

21 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4521 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4499 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.22 თეთრი შეადგინა.

1619010412
ეროვნული წინააღმდეგობის
გაწევის საკითხებზე
უწყებათაშორისი სამუშაო
შეხვედრა გაიმართა

ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწ...

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში აღმასრულებელ დონეზე ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

„მელიამ საერთაშორისო პარტნიორების თხოვნა...

„ჩემი აზრით ნიკა მელია ახლა არასწორად ზის ციხეში, მათ შორის საკუთარი გადაწყვეტილებითაც. ეს გადაწყვეტილება სწორი არ არის“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

სვეტიცხოვლის გამწვანების ღონისძიებაში მო...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით პირველი აპრილიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში საპატრიარქოს ფონდი „გაამწვანე საქართველო“ პარტნიორებთან ერთად გამწვანების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.

1619005843
საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდე...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები და უარი თქვან ხალხმრავალ შეკრებებზე. ასევე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, ხოლო ხანდაზმულებს მიმართავს რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.