მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანმა აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა

წლების მანძილზე ჩვენი თანამშრომლობა და კოორდინაცია, დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა მდგრადი დემოკარტია და გვექცია საქართველო რეგიონში დასავლეთის ძლიერ და მნიშვნელოვან პარტნიორად
1597246714
COVID-19

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ონლაინ კონფერენციაზე - „Georgia and its Neighborhood” სიტყვით გამოვიდა, სადაც აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის თქმით, გასული თვეების განმავლობაში ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისის დაძლევაში საქართველოს აშშ და სხვა ევროპული პარტნიორები დაეხმარნენ.

„ჯანდაცვის სექტორში აშშ-სთან ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა ზალკალიანმა.

თავის გამოსვლაში უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და მზაობაზე და დასძინა, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის განხორციელებული სატელეფონო ზარი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია.

ზალკალიანის თქმით, წლების მანძილზე არსებული თანამშრომლობა და კოორდინაცია დაეხმარა საქართველოს ჩამოყალიბებულიყო რეგიონში დასავლეთის ძლიერ და მნიშვნელოვან პარტნიორად.

ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად კორონავირუსთან საბრძოლველად ჯამში $1.7 მილიონი დოლარი გამოყო.