მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა განიხილა დავით ზალკალიანმა მოლდოველ კოლეგასთან

დავით ზალკალიანი და ოლეგ ცულია
1585764497
COVID-19

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრთან, ოლეგ ცულიასთან.

მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პრევენციის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე.

უწყების ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა იმ ზომების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან დააწესა და საერთაშორისო თანამეგობრობამ და მათ შორის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მაღალი შეფასება მისცა.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს, პანდემიის პირობებში საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე. დავით ზალკალიანმა კოლეგას გაუზიარა ინფორმაცია უცხოეთში მყოფი მოქალაქეების დახმარების და მათი სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების კუთხით მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე სახელმწიფოებს შორის ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის პანდემიის და მისი შედეგების დაძლევის  მიზნით გამოყოფილი დახმარების პაკეტის მნიშვნელობის შესახებ.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 და 14 აპრილს, ევროპიდან თბილისის მიმართულებით ორი დამატებითი ფრენა შესრულდება.