მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დედა, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვებს უვლიდა, არ დავირუსებულა

იტალია, კორონავირუსი 2020
1594656671
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, იყო შემთხვევა, როდესაც ქალი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ჯერ კარანტინში იყო, შემდეგ კი, საავადმყოფოში. თუმცა, მას შვილებისგან კორონავირუსი არ გადადებია.

„ერთი ოჯახიდან ორი ბავშვი იყო ინფიცირებული, მათთან ერთად იყო დედა, კარანტინშიც და შემდეგ, საავადმყოფოში. მთელი ამ დროის მანძილზე დედა არ დაინფიცირებულა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, როგორიცაა პირბადის მუდმივი ტარება, ავადმყოფების მოვლის დროსაც კი, შეიძლება ადამიანის ინფიცირება არ მოხდეს“,- აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.