მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის გარშემო, 8 ადამიანს ასნებოვნებს, ამ მაჩვენებლით, ის ჩუტყვავილას გაუტოლდა“ - ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე
1627729488
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.

პროფესორ ჩხაიძის თქმით, კოვიდ 19-ის დელტა ვარიანტით ინფიცირებულ ერთ ადამიანს შეუძლია 8 პირი დაასნებოვნოს.

ამასთან, ჩხაიძის განცხადებით, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდა, რადგან ამ გზით არის შესაძლებელი ვირუსის ჯაჭვის გაწყვეტა.

„სულ 11 მუტაციაა ცნობილია, მაგრამ დელტა მართლაც გამორჩეულია. ერთი დაავადებული დელტა ვარიანტით მის გარშემო 8 ადამიანს ასნებოვნებს და ამ მაჩვენებლით უკვე დელტა შტამი ჩუტყვავილას გაუტოლდა. წითელას შემდეგ არის მეორე ვირუსი, რომელსაც ამ მხრივ მართლაც გამორჩეული თვისება აქვს. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში დაიწყო შემთხვევების მკვეთრი მატება.

მის წინააღმდეგ ბრძოლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს, გარდა ორჯერადი ვაქცინაციისა. ეს იძლევა ჯაჭვის გაწყვეტის შესაძლებლობას. ამიტომ მთავარი ამოცანაა ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდა. ეს არის ერთადერთი გზა დელტა ვარიანტის გავრცელების შეფერხების“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „იმედის“ ეთერში.

ამავე თემაზე:

🔴 „ვაქცინის შეცვლა შეეძლება პირს, რომელსაც პირველ დოზაზე სერიოზული გვერდითი მოვლენა განუვითარდება“ - ივანე ჩხაიძე

🔴 3196 ინფიცირება, 1147 გამოჯანმრთელება, 27 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

🔴 1487 თბილისი, 517 აჭარა - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში