მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დეპუტატები „სინოფარმის“ ვაქცინით საჯაროდ აიცრნენ

დეპუტატებვმა სინოფარმის ვაქცინა გაიკეთეს
1620295542
COVID-19

დეპუტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით „სინოფარმით“ საჯაროდ აიცრნენ.

დეპუტატებმა კოვიდვაქცინაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარეს.

„სინოფარმით“ პირველი დოზა გაიკეთეს რატი იონათამიშვილმა, ელისო ბოლქვაძემ, ნინო წილოსანმა, ქეთევან დუმბაძემ, ირმა ზავრადაშვილმა, თამარ ტალიაშვილმა და რიმა ბერაძემ.

პარლამენტის წევრების ვაქცინაციის პროცესს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ესწრებოდა.

„საქართველოში ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, გუშინ რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, 3600-ზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა აცრა, რაც რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა. ვაკვირდებით, რომ საზოგადოების მზაობა და მიმღებლობა ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით იზრდება.

ასევე მნიშვნელოვანია, როგორც სამსახურებრივი ჩართულობა, ასევე ბიზნესსექტორის ჩართულობაც, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესში ჩართული თითოეული ადამიანი წარმოადგენს ეპიდსიტუაციისთვის მნიშვნელოვან დასტაბილურების მაჩვენებელს.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის მაგალითი გახდება საზოგადოებისთვის. აქტიურია მინისტრების ჩართულობა და ასევე რა თქმა უნდა დეპუტატების ჩართულობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

✔️ 4 მაისს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.

✔️ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.

✔️ კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთის პროვინცია უხანში 2019 წლის დეკემბერში დადასტურდა.

✔️ რაც შეეხება გლობალურ სტატისტიკას, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 155 მლნ-ს აჭარბებს.

ამავე თემაზე:

✔️ „ჰუავეიზე გადავედი“ - ზურაბ ჯაფარიძე ჩინური „სინოფარმით“ აიცრა

✔️ „დიდი ალბათობაა ქვეყანაში ინდური შტამი იყოს“ - გამყრელიძე