მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დესპოტურმა მეთოდებმა არ გაამართლა - ინდოეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მლნ-ს გადააჭარბა

კორონა ინდოეთი
1596783510
COVID-19

ინდოეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მლნ-ს გადააჭარბა. რეკორდული ზრდა 6 აგვისტოს დაფიქსირდა, რა დროსაც ვირუსი 62 170 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობით ინდოეთი აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს, ზრდის ტემპით კი პირველზე.

ინდოეთში ვირუსმა უკვე 41 638 პაციენტი იმსხვერპლა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად 800-900 ადამიანით იზრდება.

მარტსა და აპრილში ფოტოებმა, როგორ უსწორდებოდნენ ინდოეთის ქალაქების ქუჩებში კარანტინის დამრღვევებს, მთელი მსოფლიო მოიარა. დესპოტურმა მეთოდებმა შედეგი არ გამოიღო. ვირუსი მაინც ტოტალურად გავრცელდა. მხოლოდ აგვისტოს 6 დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 280 000-ით გაიზარდა.

ინდოეთის ეკონომიკური განვითარების დონითა და ჯანდაცვის სისტემის გათვალისწინებით, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა ოფიციალურზე გაცილებით მეტია.