მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეში, მაქსიმუმ, 100 ახალი ინფიცირებული – პიკური პერიოდის პროგნოზი

კორონავირუსი 2020
1586263103
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თავიდან მოლოდინი იყო, რომ COVID-19-ის გავრცელების პიკური პერიოდი მარტის შუა რიცხვები იქნებოდა. სტაციონარებში კი, ყოველდღიურად 400 ახალ პაციენტს მიიღებდნენ. დღევანდელი მოლოდინით, პიკურ პერიოდში ყოველდღიურ რეჟიმში, მაქსიმუმ, 100 ახალი ინფიცირებული იქნება.

"ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი მართვადია. სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, არის პატარა მწვერვალები, როდესაც ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა შეადგენს 14, 18, 11, 10-ს. მაგრამ გვაქვს დღეები, როცა საერთოდ არავინ ფიქსირდება, ან არის დღეები, ისე, როგორც დღეს, როდესაც დაფიქსირებულია 7 ახალი შემთხვევა. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ამ ეტაპისთვის პროცესი ჯერ კიდევ მართულია. თუმცა სიფხიზლე და მართვის მენეჯმენტის ხარისხის მეტად უფრო გაუმჯობესება დღეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა იმისათვის, რომ ის სტატისტიკა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, არ გაუარესდეს და ასე შევძლოთ დინამიკაში პროცესის მართვა. ის შეფასებები, რომლებიც მსოფლიოსგან გვაქვს მიღებული, იყოს დაცული.

განხორციელებულმა ღონისძიებებმა ჩვენი მოლოდინი, რომელიც დასაწყისში გვქონდა, ძირეულად შეცვალა.

თავიდან ჩვენი მოლოდინი ყველაზე ცუდი სცენარით იყო, რომ პიკური პერიოდი ბევრად უფრო ადრე დამდგარიყო და ეს ყოფილიყო მარტის შუა რიცხვები. ასევე მოლოდინი იყო 400 პაციენტის მიღება ყოველდღიურ რეჟიმში სტაციონარებში, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ მოცულობების და გამტარობის შესრულების უნარიანობას, რაც ჩვენ საქართველოს ჰოსპიტალებში გაგვაჩნია. სწორედ ამ გათვლებზე დაყრდნობით იყო ჩვენი მაქსიმალური მობილიზაცია გამოცხადებული, რის შედეგადაც ჩვენ გადავავადეთ პიკური პერიოდი და მეორე, ნაკადების ის მოცულობა, რომელიც ყველაზე ცუდი სცენარით გვქონდა ნავარაუდები, მნიშვნელოვნად არის შემცირებული დღევანდელი სცენარის გაანგარიშებით. დღევანდელი ჩვენი მოლოდინი პიკურ პერიოდში ყველაზე დიდი რიცხვები არის მხოლოდ ასეულები - 100 პაციენტი ყოველდღიურ რეჟიმში და არა უმეტეს", - აღნიშნა ეკატერინე ტიკატაძემ "მაესტროს" ეთერში.

ცობისთვის, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 195 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც სამშობლოში უკვე დაბრუნდნენ, 39 გამოჯანმრთელებული, 2 გარდაცვლილი. ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 152 პაციენტი მკურნალობს.