მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ლონდონი, ბიგ ბენი
1586008765
COVID-19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება.

4 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 708 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კოვიდინფექციის 3700-ზე მეტი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, საერთო ჯამში კი დიდ ბრიტანეთში ინფიცირების საერთო რიცხვი 41 ათასს აღემატება.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მილიონზე მეტია.