მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიმიტრი ხუნდაძე: COVAX-პლატფორმის ერთ-ერთი მოთხოვნაა ვაქცინის შემოტანის პროცესში შესაძლო ზიანზე სახელმწიფოებმა პასუხისმგებლობა აიღონ

პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე - Pia.ge
1611573800
COVID-19

საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ ავტორიზებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვა,- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, COVAX-პლატფორმის ერთ-ერთი მოთხოვნაა, ვაქცინის შემოტანის პროცესში შესაძლო ზიანზე სახელმწიფოებმა პასუხისმგებლობა აიღონ, თუ დაშვებული შეცდომა არ იქნება განპირობებული ექიმის, კლინიკის, იმპორტიორის ან მწარმოებლის მიერ.

„ამიტომ, იმისთვის, რომ არ ჩამოვრჩეთ პროცესს და რაც შეიძლება სწრაფად შემოვიდეს ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინა, ჩვენ ეს საკანონმდებლო უზრუნველყოფა უნდა მოვახდინოთ.

ასევე მინდა განვმარტო, რომ ახალი ამაში არაფერია, რამეთუ კალენდარულ აცრების შემთხვევაში მსგავსი ჩანაწერის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არსებობს და ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქვეყანამ კოვიდ-ვაქცინასთან დაკავშირებითაც“- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.