მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიმიტრი ხუნდაძე: ვაქცინების არასამართლიანი გადანაწილება მოხდა

პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე - Pia.ge
1614189701
COVID-19

„თებერვლის ბოლოს მცირე, მაგრამ "ფაიზერის" პირველი პარტია უნდა შემოსულიყო ქვეყანაში. მინდა დავაზუსტო, რომ ეს პრობლემა არის არამარტო ჩვენთან, არამედ ზოგადად, რადგან მწარმოებლები მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ.“ - აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით ვაქცინების გადანაწილება არასამართლიანად ხდება

„ასევე, ვაქცინების გარკვეული არასამართლიანი გადანაწილება მოხდა, ეს აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმაც, დიდმა, ფინანსურმა ძლიერმა ქვეყნებმა, პრიორიტეტი მხოლოდ საკუთარ ქვეყანას მიანიჭეს და საერთო პანდემიის მართვის წესი არ გაითვალისწინეს. მოთხოვნა, რაც იყო ზოგადად ჩვენს სახელმწიფოს დაკმაყოფილებული აქვს. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში მთლიანად აღებული, მოსახლეობის მხოლოდ 2%-ია ვაქცინირებული.

როგორც ყველაფერ ცუდს, თავისი კარგი მხარე აქვს, ასეა ამ შემთხვევაშიც, დაგვიანებასაც თავისი პოზიტიური მნიშვნელობა აქვს. ეს ვაქცინები ფორსმაჟორშია შექმნილი და რაც მეტი დრო გავა, მეტი ინფორმაცია იქნება ვაქცინაზე. თუმცა, ახლა ვაქცინები, რომელსაც ჯანმოს ავტორიზაცია აქვს, ისინი მაღალი სანდოობისაა“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

იხილეთ აგრეთვე:

ანა დოლიძე: ქვეყნის გახსნა აზრს დაკარგავს თუ მას არ მოჰყვება ვაქცინაცია

ამირან გამყრელიძე: ვაქცინა დღეს იქცა ძალიან ძლიერ იარაღად სხვადასხვა ქვეყნების ხელში