მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. „საბერიოს კლასტერის“ კიდევ 6 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში
1600245622
COVID-19

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ 6 პირს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ექვსივე მათგანი ე.წ. „საბერიოს კლასტერის“ წევრია და გუბერნიის ინფორმაციით, ინფიცირებულებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დღის განმავლობაში გადმოიყვანენ.

რაც შეეხება მარტვილელ პოლიციელს, მისი 7-ვე კონტაქტი მოძიებულია და ყველა მათგანი კარანტინშია გადაყვანილი. მათი ბიოლოგიური ნიმუშის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ინფიცირებული პოლიციელი რუხის კლინიკაში მკურნალობს.

ცნობისთვის, საქართველოში კიორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.